https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას უწუნებენ წინასაარჩევნო პროცესს ოპონენტები და რამდენი საჩივარია დაფიქსირებული გურიაში

12:05; 24.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში 2 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, კარგა ხანია, აკვირდება _ წინასაარჩევნო პროცესის თანასწორ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამგვარი დაპირება ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს არაერთხელ მისცა.

“ჩვენ წინასაარჩევნო გარემოს ცხრა რეგიონული ოფისის მეშვეობით ვაკვირდებით. ამ ეტაპზე, ჩვენ გამოვაქვეყნეთ პირველი შუალედური ანგარიში, რომელიც აფასებს არჩევნების წინა პერიოდს და აქ, ძირითადად, დავადგინეთ ისეთი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ოპონენტების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას და ზღვრის წაშლას სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის”, _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანალიტიკოსი მარიამ ლაცაბიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.

“ჩვენ დაწყებული გვაქვს მონიტორინგი, მათ შორის, გურიაში და ამ ეტაპზე, ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა: ძირითადად, ვიღებთ ინფორმაციას ზეწოლის, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც ძალადობრივი ქმედებები დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია მუშავდება და მოგვიანებით შეგვეძლება დეტალურად, დამატებით დეტალებზე ვისაუბროთ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიიდან შემოსულია 100 საჩივარი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც გულისხმობს სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლებას, კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლებს. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გვატყობინებენ ამგვარ ფაქტებს და მათთანაც ვთანამშრომლობთ.

გურიაში იყო შემთხვევა, როდესაც “გახარია _ საქართველოსთვის” დეპუტატობის კანდიდატმა წარდგენამდე ერთი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა. მას მმართველი პარტიიდან შესთავაზეს სკოლაში მასწავლებლობა. ამავე პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციაში ახალგაწევრიანებული პირის კომპანიაში შევიდა აუდიტის სამსახური და გარემოს დაცვის ინსპექცია.

ყველა ადამიანს ვუკავშირდებით, რომ დროულად მოხდეს მიღებული ინფორმაციების გადამოწმება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადამიანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა”, _ ამბობს მარიამ ლაცაბიძე.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურისტი ლელა ხათრიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ, როგორც გურიაში, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში, წინასაარჩევნო მდგომარეობა ერთნაირია:

“ჩვენ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი დაწყებული გვაქვს 1 ივნისიდან და უკვე გამოვეცით არაოფიციალური კამპანიის მონიტორინგის ანგარიში. 3 აგვისტოდან, საქართველოს მასშტაბით, ოფიციალურად დაწყებულია  წინასაარჩევნო კამპანია. უკვე გამოცემულია ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, რომელიც აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

დარღვევის სპეციფიკაზე რომ ვისაუბროთ, გურიაშიც ისეთი ტიპის დარღვევები გვხვდება, როგორიც მთელ საქართველოშია გავრცელებული. ამ ეტაპზე, განსხვავებით წინა წლის საარჩევნო მონიტორინგისა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაზრდილია შესაძლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა რაოდენობა. მსგავსი ფაქტები შეიმჩნევა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ.

ასევე, გავრცელებულია არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში; კერძოდ ის, რომ საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები სამუშაო დროს ესწრებიან მმართველი პარტიის კანდიდატების სააგიტაციო, წარდგენის შეხვედრებს”, _ გვითხრა ლელა ხათრიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში აქვს შეტანილი საჩივრები იმის თაობაზე, რომ სამუშაო საათების დროს საჯარო მოხელეები აქტიურად აზიარებენ მერობის კანდიდატების აქტივობებს და ამით ისინი ჩართულები არიან საარჩევნო აგიტაციაში.

“ახალი ცვლილებებით, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, იკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ების) თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რის გამოც უკვე შევიტანეთ  საჩივარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის (კონსტანტინე შარაშენიძე, ასევე, ოზურგეთის მერობის კანდიდატია) თანამშრომლები ამავე პირის წინასაარჩევნო შეხვედრას ორგანიზებულად ესწრებოდნენ.

ასევე, მთელ საქართველოში და მათ შორის გურიაშიც, შეიმჩნეოდა საჯარო მოხელეების დასწრება მმართველი პარტიის ღონისძიებებზე. ასეთ დასწრებას ხშირად აქვს, როგორც წესი, ორგანიზებული ხასიათი. ხშირად ესწრებიან მასწავლებლები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები; ხშირად უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, რაც ორგანიზებული შეკრების ნიშნებს შეიცავს და როგორც გითხარით, აკრძალულია საარჩევნო კოდექსით.

ასევე, დაფიქსირდა ფაქტები, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს კანდიდატების წარდგენისა და ამომრჩეველთან შეხვედრის ღონისძიებებზე დასწრებაში.  მაგალითად, 19 აგვისტოს, ჩვენს წარმომადგენელს, არ მიეცა ლანჩხუთში შეხვედრაზე დასწრების და მონიტორინგის გახორციელების შესაძლებლობა”, _ აღნიშნა ლელა ხათრიძემ.

ლელა ხათრიძემ, ჩვენთან საუბრის დროს, მოკლედ შეაფასა, თუ როგორი სახისაა წინასაარჩევნო კამპანიები თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მთლიანობაში:

“წინასაარჩევნო კამპანიებს შევაფასებდი ცოტა პარადოქსულად იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნები, თავად პარტიების შეფასებით, უაღრესად დიდი  მნიშვნელობისაა. თუმცა, ამის პარალელურად, ძირითადად, აქტიურობს მხოლოდ მმართველი პარტია. შედარებით აქტიურია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ არის აქტიური რეგიონებში.

 ამ არჩევნების მახასიათებელი, ასევე, არის პოლიტიკური ზეწოლის მასშტაბის ზრდა _ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტების სიმრავლე.

“სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გახდნენ უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე 15-ზე მეტი სარჩელი გვაქვს უკვე წარდგენილი და ვიცავთ მათ უფლებებს სასამართლოსა და შესაბამისი ორგანოების წინაშე”.

“გურია ნიუსი” ასევე დაინტერესდა ახლახან მედიით გავრცელებული ფაქტით, რომ ლანჩხუთის პოლიციიდან, პოლიტიკური ნიშნით, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატობის კანდიდატის გენო შარაბიძის მამა დავით შარაბიძე დაითხოვეს.

საპირისპირო მხარის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, დავით შარაბიძე პენსიაზე გასვლის გამო დაითხოვეს ორგანოებიდან. ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს გენო შარაბიძე: “ამ ეტაპზე გეტყვით, რომ მამაჩემი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მე გიორგი გახარიას პარტიაში ვარ. დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ”, _ შეგვპირდა გენო შარაბიძე.

ამ კონკრეტული საქმით უკვე დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნები” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

პარტია “გახარია _ საქართველოსთვის” ჩოხატაურის მერობის კანდიდატის პაატა ბერიშვილის თქმით, მათი წევრის ორგანიზაციაში აუდიტის სამსახურისა და გარემოს დაცვის ინსპექციის შესვლის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი: “დროში ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. გაწევრიანება ჩვენს პარტიაში და აუდიტის შესვლა თითქმის ერთდროულად დაფიქსირდა. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე საწარმო გაჩერებულია და არავინ მუშაობდა იქ. მას აქვს ხე-ტყის ბიზნესი, მის საწარმოში ხდება ხის მერქნის დამუშავება და სეზონურად მუშაობს.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ ერთ რეჟიმში და ერთ პოზიციაში. ვფიქრობ, რომ არის ზეწოლები, როგორც პირდაპირ, ისე _ ირიბად. კონკრეტული ფაქტების შესახებ ინტერესდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი ხვდება მათ ანგარიშებში”, _ გვითხრა ბერიშვილმა.

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მისთვის ეს ფაქტი უცნობია.

რაც შეეხება ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრას, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საქმის განხილვა არ დასრულებულა.

“თავისთავად, შეკრებაში მონაწილეობა საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათების შემდეგ, არ გახლავთ საარჩევნო კოდექსის დარღვევა. ამასთანავე, არც კონსტანტინე შარაშენიძე და არც სხვა პირები არ უთითებენ, რომ მოხდა მხოლოდ საჯარო მოხელეების შეკრების ორგანიზება და ასეთი სახის მტკიცებულება ვერც იარსებებს, რადგანაც ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია”, _ ეს არის ამონარიდი კონსტანტინე შარაშენიძის და მისი წარმომადგენლის ამირან ბაქანიძის  წერილიდან.

წერილში, ასევე, აღნიშნულია, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებული შეხვედრა 18:20 წუთზე დაიწყო (სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, სადაც განხილული იყო ზემოთ აღნიშნული საკითხი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ  კონსტანტინე შარაშენიძემ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და ის უნდა დაჯარიმდეს 2 000 ლარით, რაც სასამართლოს დასადგენია. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს კომისიის ეს გადაწყვეტილება. გ. გ.).

რამდენად სამართლიან რეჟიმში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ?  ამ კითხვაზე პასუხი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ღურჯუმელიძემ გაგვცა.

“პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პარტიები იზიარებდნენ იმ სამართლიანი თამაშის წესებს, რომელსაც ცესკო ფართომასშტაბიანი კონსენსუსის შედეგად, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარების პირობებში ადგენს. მეორე მხრივ, აუცილებელია, ყველამ დაიცვას ამ მიმართულებით არსებული, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია (“ნაცმო” და მისი პარტნიორები), მიზანმიმართულად არ ატარებს საარჩევნო კამპანიას, მთლიანად ნეგატივზე, პროცესის დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული, რომ მარცხის შემდეგ, ისაუბრონ, თითქოს, თანაბარ პირობებში ვერ აწარმოეს კამპანია, და ამას ხელისუფლება მიზანმიმართულად აკეთებდა. ზოგიერთი ძალა (გახარიას პარტია), მიზანმიმართულად ტყუილზე აფუძნებს საკუთარ კამპანიას, ატყუებენ საკუთარ  მხარდამჭერებს, როდესაც ძალიან დიდ ანაზღაურებას ჰპირდებიან და მოწინააღმდეგეებს, როდესაც საკუთარი თავის აქტუალიზებისთვის “ქართული ოცნების” სახელს იყენებენ.

ასეთი ტიპის კამპანიები, პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ პროცესს, იმ დიდ წინსვლას, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით მივაღწიეთ”, _ განაცხადა “ქართული ოცნების”გურიის კოორდინატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

და ბოლოს _ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე cec.gov.ge-ზე, პირველი საჩივარი 6 სექტემბერს გამოქვეყნდა. ამ დღიდან 20 სექტემბრამდე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში 49 საჩივარი იქნა შეტანილი.

ყველაზე მეტი საჩივარი პარტიებიდან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შეტანილი. მუნიციპალიტეტების მიხედვით, საჩივრების რაოდენობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ლიდერობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული. როგორც საჩივრების რეესტრიდან ვიგებთ, არც ოპოზიციისგან და არც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეტანილი არც ერთი განცხადება არ არის დაკმაყოფილებული. საჩივრების ნაწილის განხილვა კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

[sexy_author_bio]

სტატია ქვეყნდება პროექტის “გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას.

შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გენო შარაბიძეგიორგი ღურჯუმელიძეირაკლი კუჭავა
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7 თებერვალი, 2026

"გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო" _ სამხარაძე ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირებაზე

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ეს ყმაწვილი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო