“უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს “ოცნება” აპირებს, უკანონოა”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.
“1. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.
2. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.
3. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება”,_ წერს ვახუშტი მენაბდე.