ამერიკის შეერთებული შტატები ირანს საგანგაშო პროვოკაციების გავრცელებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანიც, ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და რეგიონში ამერიკის ინტერესების შემცირებაა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC აშშ-ს გენერალური მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანს აქვს პოტენციალი დაადგეს იმავე გზას, რასაც ჩრდილოეთ კორეა ადგას და მთელი მსოფლიო თან გაიყოლოს“,_განაცხადა ტილერსონმა.
მისივე თქმით, ირანი ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმს ასპონსორებს.
„ირანი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმს ასპონსორებს და პასუხისმგებელია მრავალრიცხოვანი კონფლიქტების გაძლიერებაზე და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების შემცირებაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. გარდა ამისა, ის ასევე აგრძელებს ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერას“,_განაცხადა ტილერსონმა.
ტილერსონმა ასევე გააკრიტიკა ირანის ჩართულობა სირიის კონფლიქტში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა.
მაუწყებლის ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ირანელები შეთანხმდნენ 2015 წლის ბირთვული გარიგების პირობებზე, თუმცა მისი ბირთვული ამბიციები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ რჩება.