ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რაჭაში. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.