Bloomberg-მა “პირველებს” განუმარტა, რატომ ამოიღო ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან – ირკვევა, რომ გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.
Bloomberg-ის მიხედვით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.
- Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიის მიღმა რჩება.
წყარო: ტვ პირველი































































