THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც სქესობრივი ურთიერთობა ხშირად აქვთ ცხოვრებით კმაყოფილები არიან და საკუთარ თავსაც უფრო სცემენ პატივს, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც სქესობრივი ურთიერთობები იშვიათად ან თითქმის არ აქვთ, დეპრესია, ფსიქოლოგიურ აშლილობა და ურთიერთობებში პრობლემები აწუხებთ.
მაუწყებლის ცნობით, 70 წლის წინ, სექსოლოგმა ალფრედ კიდსმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ზრდასრული ადამიანების 19 პროცენტს სქესობრივი ცხოვრება არ ჰქონდა.
2015 წელს სქესობრივი შეხედულებების და ცხოვრების წესის ეროვნული კვლევის ცენტრის, (NATSAL)-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა 51%-ს სქესობრივი ცხოვრება არ აქვს.
კვლევის მიხედვით, სქესობრივი ურთიერთობის ქონიდან თავს უმეტესად სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები იკავებენ. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც გულის ტკივილი აწუხებთ, ურთიერთობისგან თავს გულის შეტევის თავიდან აცილების მიზნით იკავებენ.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ქალების 40 % უფრო ხშირად არიდებს თავს ინტიმურ ურთიერთობას, ვიდრე მამაკაცების.
ქალების უმეტესობა სქესობრივ კავშირს თავს ტკივილის, სექსუალური ძალადობის, შიშის ან ცუდი მოგონებების გამო არიდებს. ორსული ქალების ნაწილს კი ეშინია, რომ ნაყოფს შესაძლოა ზიანი მიადგეს.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ ნაწილს, სქესობრივი ურთიერთობა ერექციული დისფუნქციის ან ქრონიკული მკურნალობის გამო არ აქვს.
კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც პარტნიორი არ ჰყავთ და პორნოს ხშირად უყურებენ, ამით საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ, რადგან პორნოს ყურება რეალურ სექსუალურ შესაძლებლობებზე უარყოფითად ისახება.
კვლევის მიხედვით, სქესობრივი ურთიერთობის არ ქონას ასაკიც განსაზღვრავს, რადგან ბევრი ბევრი ხანდაზმული ადამიანი მიიჩნევს, რომ ისინი უბრალოდ „ძალიან მოხუცები“ არიან სექსისთვის, თუმცა ეს ასე არ არის.
ექსპერტების თქმით, საზოგადოებაში ადამიანები ინტიმურ ურთიერთობებზე არ საუბრობენ და პრობლემას არც ის წარმოადგენს, თუ ინტიმური ცხოვრების არარსებობით ადამიანი ბედნიერია, მაგრამ სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემების არსებობის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.