კომპანია “ბილაინის” აბონენტებს მობილურ ინტერნეტსა და ზარებზე წვდომა არ აქვთ. კომპანია ამის მიზეზად კაბელის დაზიანებას ასახელებს.
“ძვირფასო მომხმარებლებო, დაზიანდა სერვისის მომწოდებლის ორი დამოუკიდებელი კაბელი რის შედეგადაც ჩვენს მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზარებზეც. გვატყობინებენ რომ პრობლემის მოგვარების დრო 30 წუთს შეადგენს.
გიხდით დიდ ბოდიშს და მადლობა მოთმინებისთვის”,_ აცხადებენ “ბილაინში”.