ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, რომელიც დღეს იმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან. ამის შესახებ აღნიშნული პარტიის განცხადებაშია.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით დარჩიას! ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე (29.04.2022 წელი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა კილაძემ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებლოს წევრს თათია ნიკოლაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მიმაჩნია, რომ გოჩა კილაძის ქმედება იყო ამორალური და მიზნად ისახავდა თათია ნიკოლაშვილის დამცირებას, მისი ეს ქმედება ეწინააღმდეგება სადეპუტატო ეთიკას, ყოველივე ამის გათვალისწინებით გთხოვთ განიხილოთ ჩემი განცხადება და დაავალოთ შესაბამის კომისიას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს 29.04.2022 წლის სხდომაზე მომხდარი ფაქტები, რათა მოხდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გოჩა კილაძის პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა მიიღო სისტემატიური ხასიათი, ხოლო საკრებულო თავმჯდომარეს დღემდე მომხდარ არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად არ დაესწრება 2022 წლის 4 მაისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას.“- წერია განცხადებაში.
ავტორი