სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხს არ განიხილავენ – მეუფე ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) ირწმუნება, რომ მიტროპოლიტის საკითხის განხილვა მხოლოდ მისი წერილის საფუძველზეა შესაძლებელი.
მისთვის მღვდელმთავრის სტატუსის დროებით შეჩერებიდან 16 თვის თავზე მეუფე პეტრემ სინოდზე მისი საკითხის განხილვა სატელევიზიო ინტერვიუს დროს მოითხოვა.
“არ არის სწორი, ის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსია, დროებით შეჩერებული აქვს სტატუსი და ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში არ უნდა ითხოვოს განხილვა, უნდა ითხოვოს წმინდა სინოდისადმი წერილობით მიმართვაში და, ასეთი წერილი, რამდენადაც მე ვიცი, არ შემოსულა. თუ მეუფე პეტრეს უნდა, რომ მისი საკითხი იყოს განხილული, უნდა დაწეროს წერილი და მიმართოს წმინდა სინოდს – წესია ეკლესიაში ასეთი”, _ ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ფონზე, მეუფე პეტრე ითხოვს, სინოდმა განიხილოს ილია მეორის საკითხი, რომელიც პეტრე ცაავას თქმით, “უწმინდური პიროვნებაა”.
“ვითხოვ და ვალდებულია სინოდი, რომ ბრალდება, რომელიც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული და ახლავს თავის მყარი მტკიცებულებები, სინოდზე იქნას განხილული”, – ამბობს მეუფე პეტრე.
წყარო: მთავარიტვ