შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა, მამის ავადმყოფობაა.
„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე“, – განაცხადა მინისტრმა.