ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს ბადრი თავდუმაძეს.
თავდუმაძის თქმით, ავარიული დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერებულია.
– მოხდა ავარიული დაზიანება. ჯგუფი უკვე გასულია პრობლემის აღმოსაფხვრელად, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის ზუსტ დროზე ვერაფერს გეტყვით,_ ამბობს თავდუმაძე.
აღსანიშნავია, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთში ძლიერად წვიმდა.
ავტორი: გუგა ლომაძე