ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაიშალა _ ამის მიზეზი ჟურნალისტების მხრიდან გამოჩენილი დიდი ინტერესი და ორგანიზაციული ხარვეზები იყო.
ჟურნალისტებისთვის საკმაოდ მოუხერხებელ ლოკაციაზე გამოყვანილ ივანოშვილთან კითხვის დასმა ყველას ერთად უნდოდა და ჟურნალისტებმა ერთმაენთს მუშაობა არ დააცადეს.
_ 2011 წელს ჩემი პირველი ინტერვიუ გამახსენდა. მაშინაც ასე იყო _ ერთმანეთს არ აცლიდით, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 15 წუთზე მეტ ხანს ელოდებოდა მედიის დამშვიდებას, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც ივანიშვილმა ტეროტორიაა დატოვა.
მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები მას მაინც გაყვნენ უკან, თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა და უფრო მეტიც _ ჭყლეტასა და დაპირისპირებაში ჟურნალისტები დაშავდნენ კიდეც.
_ მე დავბრუნდი პოლიტიკაში და აუცილებლად შეგხვდებით, _ ასე უპასუხა ივანიშვილმა “გურია ნიუსის” შეკითხვას, ითანამშრომლებდა თუ არა იგი მედიასთან აქტიურად.