უამრავ ადამიანს უყვარს დილის დაწყება კარგი ცხელი ყავით. ბევრისთვის ეს ცხოვრების სტილი და სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ არსებობს მეცნიერული დასკვნა და კვლევები იმის შესახებ თუ რა ზიანი მოაქვს ცხელი ყავის დალევას და რატომ არ უნდა დავლიოთ ცხელი ყავა.
საერთაშორისო ჟიურის 23 მეცნიერმა გაანალიზეს და დასკვნები დადეს იმის შესახებ თუ რა შეიძლება ადამიანს დაემართოს ცხელი ყავის დალევის გამო, ანგარიშში ნახსენებია ასევე ჩაი და სხვა ნებისმიერი ცხელი სასმელი.
გამოკვლევებმა ცხადყო რომ ცხელი ყავის დალევა ერთ-ერთი რისკ ფაქტორია ყელის სიმსივნის, რადგან ცხელი სასმელი და უფრო მეტად ყავა ნელ-ნელა აყალიბებს კიბოს.
კიბო არ არის მხოლოდ ამ ერთ რამეზე დამოკიდებული, ის გარკვეულწილად მემკვიდრეობითია, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ყელის სიმსივნის და ასევე საყლაპავის სიმსივნის არის ცხელი ყავა და ცხელი სასმელი.