უამრავ ადამიანს უყვარს დილის დაწყება კარგი ცხელი ყავით. ბევრისთვის ეს ცხოვრების სტილი და სასიამოვნო შეგრძნებაა. მაგრამ არსებობს მეცნიერული დასკვნა და კვლევები იმის შესახებ თუ რა ზიანი მოაქვს ცხელი ყავის დალევას და რატომ არ უნდა დავლიოთ ცხელი ყავა.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მკვლევარებმა გაანალიზეს და გამოაქვეყნეს დასკვნები იმის შესახებ თუ რა შეიძლება ადამიანს დაემართოს ცხელი ყავის დალევის გამო.
გამოკვლევებმა ცხადყო რომ ცხელი ყავის დალევა ერთ-ერთი რისკ ფაქტორია ყელის სიმსივნის, რადგან ცხელი სასმელი და უფრო მეტად ყავა ნელ-ნელა აყალიბებს კიბოს.
კიბო არ არის მხოლოდ ამ ერთ რამეზე დამოკიდებული. ის გარკვეულწილად მემკვიდრეობითია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყელის სიმსივნის და ასევე საყლაპავის სიმსივნის არის ცხელი ყავა და ცხელი სასმელი.