თუ მუდმივად მიირთმევთ კარტოფილს, რისკავთ იმაზე ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა გქონდეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მეცნიერებმა შეადარეს შემწვარი და არაშემწვარი კარტოფილის გავლენა ორგანიზმზე და დაასკვნეს, რომ პირველ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილის საფრთხე იზრდება.
თავად კარტოფილი შეიცავს უამრავ კალორიას და ინტენსიური შეწვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხდება.
კარტოფილი ფრი ზრდის შაქრის დონეს სისხლში და ასევე უვითარდება ჰიპერტენზია. მაღალი წნევის გამო შეიძლება განვითარდეს გულისა და სისხლძარღვების მძიმე დაავადებები.
კარტოფილს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი. ის შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს. მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც ადრე არ აწუხებდათ ქრონიკული დაავადებები, კარტოფილის რეგულარული მოხმარების დაწყების შემდეგ, უფრო მეტად განუვითარდათ დიაბეტი.
კარტოფილი ფრი შეიცავს აკრილამიდს, რომელიც ასევე გვხვდება სიგარეტის კვამლში. შეწვის დროს მაღალ ტემპერატურაზე ზემოქმედებისას ის კანცეროგენად იქცევა. კარტოფილი ფრის რეგულარული მოხმარების გამო, იზრდება თირკმელების, ენდომეტრიუმის და საკვერცხეების სიმსივნეების რისკი.
































































