ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე ამ წუთებში ხეებს ტოტებს აჭრიან.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა (ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური ,,სხივის“ ხელმძღვანელს თეიმურაზ კოროშინაძეს, რომელმაც განმარტა თუ რას ემსახურებოდა ეს სამუშაოები.
“ამ ხეების ტოტები არის გამხმარი და მოითხოვს სანიტარულ შეჭრებს, შემდგომ ამ ხეებს ესმევა სპეციალური წამალი რაც მათ მთლიანობაში არ ახმობს, მათი მოჭრა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან საფრთხის შემცველია ამ ქუჩაზე არსებული შენობებისთვის. ეს ყველაფერ იმისთვის კეთდება, რომ ცოტა განიტვირთოს და შემსუბუქდეს ხე. სამუშაოები შეთანხმებულია აგრონომებთან და შესაბამის სამსახურებთან”,_ თქვა კოროშინაძემ.
ავტორი