დღეს მოვარდნილი ძლიერი ღვარცოფის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლაში. მიუხედავად უამინდობისა, მუნიციპალიტეტის ყველა დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო წელი დაიწყო.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, შრომისუბნის საჯარო სკოლის ეზო და შენობის პირველი სართული დაიტბორა, რის გამოც სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც სიტუაციას ადგილზე სწავლობს.