ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის უზენაესი სასამართლოს წევრებს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ეს არის სასჯელი, კონგრესის ოპოზიციონერი წარმომადგენლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევის გამო, წლის დასაწყისში.
როგორც ცნობილია, სანქციები, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივების გაყინვას და შტატებში მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვენესუელის ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი დაუყონებლივ არ გააკეთა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მცდელობის გამო მოახდინოს ქვეყანაში მისი მმართველობის კონსოლიდაცია და ქუჩაში გამართული პროტესტების დარბევის გამო მიიღო.
„ხალხს არ აქვს საკმარისი საკვები, დიდი ძალადობაა“_ამბობს ტრამპი და აღნიშნავს, რომ „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ვითანამშრომლებთ, რომ დახმარების აღმოსაჩენად ყველაფერი გავაკეთოთ. რაც ხდება საშინელებაა კაცობრიობისთვის“.
როგორც ცნპობილია, ვენესუელაში ანტი სამთავრობო პროტესტები გრძელდება, რასაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში 40 ადამიანი ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, პრეზიდენტი კი ოპოზიციას ძალადობის პროვოცირებაში და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.