„რატომ დაიჟინა და გადაიჭრა ვენები საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილმა ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ ჩამოყვანაზე საქართველოში? _ ამის შესახებ საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
“როდის აქეთ გახდა ასეთი ქველი ,,კარგი ტერტერასავით, საღვთოსაც რომ არიგებს…”?
არის ბანქოს თამაშში ერთი ხრიკი-,,ბლეფი” ჰქვია სახელად.
მოდი ვნახოთ ბლეფის პოპულარული განმარტება:
ბლეფი-რაიმე ხერხი, ოინი, ტყუილი, ვისიმე შეშინების, შეცდომაში შეყვანის მიზნით…
ანუ, ამ საერთაშორისო მაწანწალას არც ფული აქვს და არც ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანის რესურსი აქვს, მაგრამ ხომ უნდა გაიბეროს, გაიფუყოს და მესიად წარმოაჩინოს თავი….
და ყველაზე მთავარი:
რამდენ ჩვენს მოქალაქეს აქვს სურვილი ავად თუ კარგად, თავის მცირე ბიზნესს თუ სწავლას თავი გაანებოს (პანდემიის სიმწვავის და მასშტაბების შემცირების კვალობაზე) ამ კინტოს დაუჯეროს.“_ წერს დეპუტატი.