კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” მერობის კანდიდატად ჩოხატაურში საკრებულოს წევრს, დავით შარაშიძეს წამოაყენებს. მაშინ შარაშიძემ გვითხრა, რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერი იყო.
“გურია ნიუსი” დავით შარაშიძეს ამჯერადაც დაუკავშირდა. კითხვაზე, დაასახელებს თუ არა მმართველი პარტია მის კანდიდატურას, შარაშიძე ამბობს, რომ ეს პარტიის გადასაწყვეტია.
“როგორც პარტია იტყვის”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.
თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, შარაშიძე “ქართულ ოცნებას” კანდიდატად ხვალ უნდა დაესახელებინა, მაგრამ, მერობის კანდიდატს კორონავირუსი დაუფიქსირდა და “ოცნებაც” მას საიზოლაციო ვადის გასვლის შემდეგ წარადგენს.