ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ლადო შაფაქიძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიიწვიეს და 100%-იანი დაფინანსება შესთავაზეს.
“15 წლიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ექიმი გავხვდარიყავი და ხალხისთვის საჭირო პროფესია ამერჩია. ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. მოსაფიქრებელი დრო ცოტა მქონდა. ბიოლოგია-ქიმიის განხრით ვისწავლი და რაც შემიძლია, თავს არ დავზოგავ იმისთვის,რომ ოჯახის, ახლობლების, მეგობრების იმედები გავამართლო. საუკეთესო შედეგების მიღებაში პედაგოგები: ნატალია ვაშალომიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ეკატერინე ვანიძე (ინგლისური ენა), ანგული სარჯველაძე (ბიოლოგია), ელზა გალოგრე (ქიმია), გიორგი თოიძე (უნარები) დამეხმარნენ. სტუდენტისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება“, _ გვითხრა ლადო შაფაქიძემ.
ლადო შაფაქიძემ ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.