ირლანდიიდან 20-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია გახორციელდა.
დეპორტირებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
როგორც ირლანდიის პრემიერ მინისტრი, ვარადკარი აცხადებს, ალბანეთისა და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით შედიოდნენ და შემდეგ თავშესაფარს ითხოვდნენ.
„არ შეგვიძლია შევეგუოთ ქვეყანაში უკანონო შემოსვლას“,_ განაცხადა ირლანდიის პრემიერმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხი მოსაგვარებელია.