თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 112-ში ცრუ შეტყობინება შევიდა.
გაცნობებთ, რომ დღეს, 15:00 საათზე, 112-ში შევიდა ცრუ შეტყობინება მეტროსადგურ „რუსთაველში“ ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით. შედეგად, ადგილზე მობილიზდა საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახური.
აღნიშნულმა ფაქტმა მგზავრებში შეშფოთება და დაძაბულობა გამოიწვია.
კომპანიის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს და მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მეტროსადგურის ფუნქციონირება არ შეფერხებულა.