ამ წუთებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, _ ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო თოლორდავა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ ჯარზე შექმნილი სიმღერისთვის ვიდეორგოლს იღებს.
„კლიპის სცენარის გათვალისწინებით, ადგილზე იმყოფება 200-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ტერიტორიაზე, სამხედრო ავტომანქანებით ჩავიდნენ.
გადაღებები დღის ბოლოს დასრულდება“, _ წერს თოლორდავა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.