BBC- ის ინფორმაციით, ევროპის კლიმატის მდგომარეობის ბოლოდროინდელმა მოხსენებამ, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის აპრილში, ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის სამსახურის მიერ, გამოავლინა თუ რამდენად დიდი ცვლილება ხდება ოკეანეში. აღმოჩნდა, რომ ქლოროფილი – ფოტოზითეტური პიგმენტი, რომელიც გვხვდება ფიტოპლანქტონსა და მცენარეებში, რომელიც მათ მწვანე ელფერს აძლევს – 200-500%-ით აღემატება საშუალოს ნორვეგიის ზღვასა და ატლანტის ოკეანეში დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით, მაშინ როცა ისინი 60-80%-ით იყვნენ. ორივე შემთხვევაში საშუალო მაჩვენებელი აღებული იყო 1998-2020 წლებში გაზომვებით.
მეცნიერები თვლიან, რომ ფერის ეს ცვლილებები სცილდება ბუნებრივ ყოველწლიურ ვარიაციებს და ოკეანის ტემპერატურის დათბობის ნიშანია.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც BBC News-ის მიერ კოპერნიკის მიერ შეგროვებული ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ანალიზმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ოკეანეები რეკორდულ დათბობას განიცდის. მან აჩვენა, რომ გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს ოკეანეებში ტემპერატურის რეკორდები ყოველ დღე ირღვევა.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებთან ერთად მან აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს ოკეანის ტერიტორიის ნახევარზე მეტმა – 56%-მა – ფერი იცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი ამ ცვლილებების ზუსტ მიზეზებში, მათ მიაჩნიათ, რომ ფიტოპლანქტონის მასა და გავრცელება დიდ როლს თამაშობს.
კეელის კვლევამ, რომელმაც დაამატა სატელიტური მონაცემები, გააფართოვა ქლოროფილის ფარგლები, ათვალიერებდა სხვადასხვა ტალღის სიგრძეს, მათ შორის წითელსა და ლურჯს, როდესაც შუქი ბრუნავს ნაწილაკებიდან და ნალექიდან. დუტკევიჩი, რომელიც ასევე მუშაობდა კაელის კვლევაზე, ამბობს, რომ ბოლო ნაშრომმა დაადასტურა მისი სტატისტიკური პროგნოზები.
“რეალური სამყაროს სატელიტური გაზომვები შეესაბამება იმას, რაც ჩანს მოდელში,” _ ამბობს ის. ”ასე რომ, დასკვნის მიხედვით, ცვლილებები, რომლებსაც რეალურ სამყაროში ვხედავთ, ძალიან სავარაუდოა, რომ გამოწვეულია ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებებით.”
ამ ცვლილებების გავლენა ოკეანეზე, სავარაუდოდ, დრამატული იქნება. ზოგიერთმა მკვლევარმა იწინასწარმეტყველა, რომ ფიტოპლანქტონი გადაინაცვლებს ჩრდილოეთით დაახლოებით 35 კმ (21 მილი) სიჩქარით ყოველ ათწლეულში, რადგანაც ტემპერუარები გააგრძელებენ დათბობას. ეს გამოიწვევს ცვლილებებს ზოოპლანქტონის განაწილებაში – პაწაწინა ცხოველები, რომლებიც ფიტოპლანქტონებით იკვებებიან – ასევე, სახეობების სიმდიდრე, სავარაუდოდ, შემცირდება ტროპიკებში და მკვეთრად გაიზრდება ზომიერ და სუბპოლარულ წყლებში.