რატომ მიიღო აბონენტებმა გადასახადის 2 ქვითარი_ ამის შესახებ წყლის კომპანია Georgian Water and Power განცხადებას ავრცელებს.
“ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბრის თვეში – 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს ჯივიპის აბონენტების უმეტესობამ ორი ქვითარი მიიღო.
სულადობრივ აბონენტებს პირველ ქვითარში დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში დეკემბრის თვის გადასახადი.
სულადობრივი აბონენტების ნაწილმა, რომელსაც არ ქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება, დეკემბრის თვეში მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია ნოემბრის და დეკემბრის თვის დარიცხვა.
მრიცხველიან აბონენტებს პირველ ქვითარში აესახათ ნოემბრის და დეკემბრის თვის ნაწილის დავალიანება; მეორე ქვითარში კი დაერიცხათ მხოლოდ დეკემბრის დარჩენილი დღეების დავალიანება.
სმს შეტყობინებით გაგზავნილ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია ქვითრის მომზადების თარიღი და დავალიანების პერიოდი.
2022 წლის იანვრიდან მომხმარებელი ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.