მოსახლეობა მაღალი კომუნალური გადასახადების მისვლის შესახებ აქტიურად საუბრობს.
შეიცვალა თუ არა გაზის მოხმარების ტარიფი– ამ კითხვით, “გურია ნიუსმა” “სოკარს” წერილობით მიმართა.
როგორც კომპანიაში გვპასუხობენ:
“ტარიფი არ შეცვლილა.
ქვეყანაში არსებული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე გაზ დანადგარების მიერ გაზის მოხმარება იზრდება. თუ კონკრეტულ აბონენტს ეჭვი ეპარება მისი მრიცხველის გამარტულ მოხმარებაში შეუძლია მოგვმართოს განცხადებით. რის შედეგადაც ჩვენი თანამშრომლები მივლენ და ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს.































































