13 დეკემბერს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში ონკანში დაბინძურებული, სასმელად უვარგისი წყალი მოედინებოდა. ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” ადგილობრივმა მოსახლემ მიაწოდა.
“ეს იქნებოდა შიდა ქსელის პრობლემა, თუ მომხმარებელმა შიდა ქსელი არ მოაწესრიგა, სამწუხაროდ, ეს პრობლემა არ მოგვარდება. როცა გვიკავშირდებიან კონკრეტული მისამართიდან კონკრეტული პრობლემის გამო, ჩვენ მივდივართ ადგილზე სინჯის ასაღებათ და ვამოწმებთ ლაბორატორიულად, რომ დაცული იყოს მომხმარებელი.
პანდემიის პირობებში მოსახლეობას უცხო ადამიანის სახლში შეშვების სურვილი აღარ აქვს”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას თბილისის წყალმომარაგების პიარის თანამშრომელმა თინათინ ჭულულაშვილი.