სამტრედიაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები იკვეთება. იმერეთის ქუჩაზე 32 წლის მამაკაცმა 47 წლის მეუღლე სამზარეულო დანით მოკლა.
როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობა, შესაძლოა, შემთხვევით მოხდა.
,, ეს ქალბატონი ამ ახალგაზრდა მამაკაცის მესამე ცოლი იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ. ოჯახში მათთან ერთად ცხოვრობდნენ დაკავებულის მამა და ძმა. როგორც ვიცით, მკვლელობა განზრახ არ მომხდარა. დილით, საუზმეზე ძეხვის დაჭრას მოჰყოლია ცოლ-ქმარს შორის კამათი, არა შენ დაჭერი, არა შენო.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გაბრაზებულ მამაკაცს დანა ცოლის მიმართულებით უსვრია და პირდაპირ არტერიაში მოხვედრია. ბოლოს ეს სიტყვები ამოუძახია, ეს რა მიქენიო და მეორე ოთახში გასული იატაკზე დავარდნილა. 112- ზე დამნაშავის ძმას დაურეკავს, სასწრაფო რომ მოსულა, ქალი გარდაცვლილი დახვედრია”, _ უყვება ,,გურია ნიუსს” წყარო.