ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის N9 ფილიალში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს უკვე ეცნობა.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი გათბობის ქვაბი მწყობრიდან გამოვიდა და ოთახების გათბობა ვეღარ ხერხდება.
“უკვე გამოვიძახეთ სპეციალისტები და ხვალიდან დაიწყება პრობლემის მოგვარება”. _ გვითხრა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, ეკა ნინიძემ.