არაერთ ადამიანს ძილის პრობლემები აწუხებს და ამის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს.
ღამით წინდებით ძილი ძილის კულტურის დარღვევადაა მიჩნეული. შესაძლოა, მართლაც არაესთეტიურია ძილის დროს წინდების ჩაცმა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ წინდები სხეულს ტემპერატურის დარეგულირებაში ეხმარება. შედეგად თავიდან ავიცილებთ ძილის დროს წარმოქმნილ დისკომფორტებს, მაგალითად სიცივის შეგრძნებას და უკეთესად დაგვეძინება.
ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში, ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხელებსა და ფეხებს შორის ტემპერატურის პირდაპირი კავშირი არსებობს.
ექსპერიმენტში ახალგაზრდა ადამიანები მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ახალგაზრდებმა ბევრად სწრაფად დაიძინეს, რომლებსაც წინდები ეცვათ და კიდურები თბილად ჰქონდათ.
როდესაც ხელებსა და ფეხებში სისხლძარღვები ფართოვდება, სითბო დანარჩენ სხეულშიც თანაბრად გადანაწილდება.