რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი დილით?
როცა გვძინავს, კანიდან ბევრი სითხე ორთქლდება. ვსუნთქავთ და სითხეს ვკარგავთ და ორგანიზმი გაუწყლოებულია.
გული იძულებულია, ამოტუმბოს სქელი სისხლი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება.
დილით გული რომ არ გადატვირთოთ, უნდა დალიოთ დაახლოებით 300 მლ თბილი წყალი (45 C) დაკარგული სითხის შესავსებად. დალიეთ მცირე ყლუპებით, არ იჩქაროთ: დიდი ჭიქა წყლის სწრაფად დალევა არ ღირს.
მიზეზები, რატომ უნდა დალიოთ წყალი უზმოზე:
ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ნივთიერებათა ცვლა დაახლოებით 30%-ით ჩქარდება, შინაგანი ორგანოები ეფექტურად მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით, რაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. დაჩქარებული მეტაბოლიზმი ჭარბ წონას უფრო სწრაფად მოგაშორებთ.
ტოქსინების გამოდევნა. ძილის დროს ორგანიზმი ააქტიურებს აღდგენისა და ტოქსინების დაშლის პროცესებს. დილით ჭიქა თბილი წყლის დალევით მოიშორებთ სახიფათო ნივთიერებებს, გაწმენდთ კუჭს და ნაწლავების კედლებს.
მადის დაქვეითება. კუჭი წყლით ივსება, რაც საგრძნობლად აქვეითებს მადას. ეს ხელს უწყობს წონის დაკლებას, ზედმეტი ჭამის თავიდან აცილებას.
მჟავიანობის დონის დაქვეითება. კუჭის წვენის მჟავიანობა მცირდება და ფერმენტების გამომუშავება სტიმულირდება. ეს უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში მოხმარებული საკვების სწრაფად მონელებას.





































































