ერთგულობა ისაა, რასაც კირჩხიბს ვერ წაართმევთ. ეს ადამიანი იდეალურია მეგობრობისთვისაც და სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც, თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს მოგატყუებთ და გეპირფერებათ, კირჩხიბისთვის ერთგულება ბუნებრივია.
სიყვარულის გარეშე, კირჩხიბი არც ერთ საქმეს არ მოჰკიდებს ხელს. პარტნიორის სურვილი კირჩხიბისთვის, ხშირად, საკუთარზე უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ეს ზოდიაქოს უკიდურესაც ეჭვიანი ნიშანია, თუმცა, ეს ეჭვიანობა თავისივე ახლობლების დაცვის სურვილითაა განპირობებული.
კირჩხიბს შეუძლია, თქვენი ცხოვრება ზღაპრად აქციოს. არაფერი ცუდი და საწყენი – ოცნება კირჩხიბის ცხოვრების, გარეგნობის, საუბრის განუყოფელი ნაწილია. ასე ცხოვრება გაცილებით საინტერესოა!
სხვების თანაგრძნობის უნარი კირჩხიბში უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენ ნიშნებში. კირჩხიბი არასდროს იფიქრებს საკუთარ თავზე, მოგისმენთ და შეიგრძნობს თქვენს ტკივილს თავისი კანით, განიცდის თითოეულ გრძნობას. გულწრფელობა, რომლითაც კირჩხიბი თავის აზრს გამოხატავს, განსაკუთრებით დასაფასებელია.
ცხოვრებაში ყველაფერი ღირს საბრძოლველად. კირჩხიბს შეუძლია თავისი შრომით ყველაფრის მიღწევა და იცის, რომ არაფერი ჩნდება ისე, უბრალოდ. გადაიღეთ ამ ნიშნისგან არასდროს დანებების უნარი.
გარემოებების მიხედვით, კირჩხიბი მარტივად იცვლის თავისი ქცევის სტილს, ჩვევებს, ცხოვრების წესს, გატაცებებს. მას აქვს უნარი, სწრაფად შეეგუოს გარემოს ცვლილებებს. შეცვლის უნარი არასდროს აქცევს მათ ოჯახურ ცხოვრებას რუტინად.
იგი არ აღიარებს სტერეოტიპებს და დროს ფეხს უწყობს. ამ ნიშანს უყვარს ყველაფერი ახლის განსჯა, აი, სხვა ადამიანების განსჯას კი ვერ იტანს. ამისთვის უნდა გიყვარდეთ იგი!
ეს იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბი არ ექვემდებარება ბრბოს საერთო განწყობას და ყოველთვის ირჩევს იმას, რაც მისთვის უკეთესია. თუ კირჩხიბთან სამუდამოდ ყოფნა გსურთ, უბრალოდ არ შეზღუდოთ მისი თავისუფლება.
მასთან ვერ მოიწყენთ. სურპრიზები კირჩხიბთან ურთიერთობის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, ყველა ეს მოულოდნელობა კი სასიამოვნოა. კირჩხიბს ყოველთვის აქვს მარაგში რამე მაგარი იდეა.
არავინ იქცევა ისე მშვიდად, როგორც კამათში შესული კირჩხიბი. მისი ცივსისხლიანობა ორს ეყოფა. ამ ნიშანს შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება, აქვს აზრის შეცვლის უნარი. კირჩხიბს მარტივად მოელაპარაკებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ავტორი