ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი _ მეიჯერელი, აქართველოს ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად, კომპანიამ სხვა სახელით, ერთადერთი პროექტითა და 150 თანამშრომლით დაიწყო ოპერირება; დღეს მეიჯერელ საქართველოს გუნდი უკვე 2 300-ზე მეტ წევრს ითვლის და საქმიანობას 3 ქალაქის 4 ოფისიდან აწარმოებს. კომპანიის დამკვეთთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
2020 წელს მეიჯერელმა თანამშრომელთა სამოტივაციო “Feel Good” პროგრამა წამოიწყო. კომპანიისათვის თანამშრომელთა კეთილდღეობა და კმაყოფილება მნიშვნელოვანი ღირებულებებია, შესაბამისად, შემუშავებული პროგრამაც სწორედ მათ სულიერ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მომხმარებელთა მომსახურების სფერო გამოწვევებით სავსე და საკმაოდ სტრესულია, ამიტომ, მეიჯერელი განსხვავებული ხერხებით ცდილობს გუნდის წევრების წახალისებას და მათი საჭიროებების საპასუხოდ უამრავ აქტივობას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, კომპანიაში 12 ამბასადორი შეირჩა, სწორედ ისინი უწევენ ფასილიტაციას სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვასა და აღსრულებას. მეიჯერელში დაგეგმილი ღონისძიებები თანამშრომლებს განტვირთვასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებაში ეხმარება, ამავდროულად კი, მეგობრული, დინამიკური სამუშაო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
იმ დროს, როცა მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, მეიჯერელ საქართველო კვლავ ზრდას აგრძელებდა, სწორედ 2020 წლის ზაფხულში გაიხსნა კომპანიის მეოთხე ოფისი ბათუმში. თავდაპირველად მცირე ზომის საიტმა სატესტო რეჟიმში, 50 თანამშრომლით დაიწყო მუშაობა, დღეს კი, საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, მეიჯერელ ჯორჯიას გუნდი კვლავ იზრდება და აჭარაში გერმანულენოვან კადრებს ეძებს. ადგილობრივ ბაზარზე ასეთი მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის გამოჩენა სასიკეთო ცვლილებების, უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების საწინდარია.
კონკურენტული ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღვევა მეიჯერელ ჯორჯიას ქართულ ბაზარზე სხვა დამსაქმებლებისგან ოპერირების დაწყების დროიდან გამოარჩევდა; თუმცა, კომპანია მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და გუნდის წევრებზე ზრუნვას მუდმივად განაგრძობს. კარიერული ზრდისა და პოტენციალის გამოვლენის შანსი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მეიჯერელი საუკეთესო დამსაქმებელია; კომპანია თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებას წაახალისებს, მათი პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნავს და ყოველთვის სათანადოდ აფასებს კარგად შესრულებულ სამუშაოს. უკანასკნელ წლებში კი, მეიჯერელის თანამშრომლებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალებაც მიეცათ, რადგან გლობალური ვაკანტური ადგილები უკვე საქართველოს ბაზარზე ცხადდება.
(R)