მოქალაქეთა ინფორმაციით, ჩოხატაურში ენერგოპრო ჯორჯიას ფილიალი დაკეტილია. მათი თქმით, ამის მიზეზი თანამშრომლებს შორის კოვიდ 19 -ის ფაქტის დადასტურების შემთხვევაა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის დაზუსტების მიზნით კომპანიის ჩოხატაურის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც ინფიცირების გავრცელების ფაქტს არ ადასტურებენ.
“დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავედით შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე. ჩვენს სამსახურში არ გამოვლენილა ინფიცირების ფაქტი, უბრალოდ დისტანციურად ვიღებთ განცხადებებს, დანარჩენ საჭირო სამუშაობს კი ჩვეულ რეჟიმში ვასრულებთ”, _ ამბობენ კომპანიაში.
[sexy_author_bio]