რაც ახლა ხდება, ესეც თუ შერჩა „ქართულ ონებას“, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკაზე
” რაც ახლა ხდება, ესეც თუ შერჩა „ქართულ ონებას“, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება!არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან აღარ ექნებათ პრობლემა – ნებისმიერს დასჯიან და თან უმარტივესად.
და აღარაფერს ვამბობ რიგით ადამიანებზე…
ამიტომ, დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკაზე.
მიშა სააკაშვილი მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კი არ უნდა დარჩეს, რასაც დღეს ასე წარმატებით ახერხებს „ქართული ოცნება“,
სააკაშვილის დაჭერის ასოცირება ქვყნის თავისუფლებასთან უნდა მოხდეს;
ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ხალხი დააჯეროს, რომ მათი კეთილდღეობისთვის არის დღეს ბრძოლა.
ანუ, მხოლოდ პიროვნებისთვის პროტესტზე არ უნდა დავიდეთ და იდესითვის უნდა ვიბრძოლოთ.
სააკაშვილი უნდა იქცეს იდეად, სადაც მერე ყველა ჩაერთვება და ამ შემთხვევაში იქნება პროტესტი ფართომასშტაბიანიც და გამარჯვებისთვის განწირული, თორემ კონკრეტულად ბიძინა ცუდია და მიშა კარგი, ეს ბრძოლა ფართომაშტაბიანი ვერასოდესგახდება.
და არც ის არის საჭირო, ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა ყველა რუსთაველზე მოიყვანო. პროტესტი მასობრივი უნდა გახდეს და ჟღერადი.
სხვა შემთხვევში, ეს პროტესტები რაც უფრო ასეთი ხანგრძლივი იქნება და თან უშედეგო, „ ოცნებისთვის“ ამაზე კარგი არაფერია, რადგან „წარმატებულად“ ახერხებენ მთავარი პრობლემებიდან აქცენტების გადატანას, თან ყველაფერს ისევ ოპოზიციას დააბრალებენ“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.