ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“რაც ჩოხატაურში მოხდა ეს დასტურია, თუ როგორ აპირებს პუტინის კომენდანტურა ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც მაინც არ გამოუვათ. ამ ქუჩაში თავმდამსხმელ ქოცებს კი ვპირდები, რომ რეჟიმის შეცვლისთანავე მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობის უფლება, რა თქმა უნდა, სასჯელის მოხდის შემდეგ”,_ წერს ნათელაშვილი.
ინფორმაციისთვის, 3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრები მაშინ სცემეს როცა ისინი მოსახლეობას ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და “ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს, მერს დავით შარაშიძეს და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავას ჩოხატაურის გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. მომხარ დაპირსიპირებასთან კავშირს “ქართული ოცნება” უარყოფს. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო მოხდა და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულია 4 ადამიანი.
ცნობისთვის, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერთან “საქართველოს ბანკის” შენობის აშენება იგეგმება. ტერიტორია 15 000 ლარად არის შეფასებული. მას განუსხვისებელი ტერიტორიიის სტატუსი ეხსნება და აუქციონზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ფასით გავა, რის შემდეგაც მას საქართველოს ბანკი შეიძენს. ოპოზიცია და ჩოხატაურის მაცხოვრებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით სკვერს ზიანი მიადგება, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ბანკის შენობის აშენებით ნოდარ დუმბაძის სკვერს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.