რიტმული ნაბიჯები – კარგ განწყობაზე, სიმსუბუქეზე. ექსტრემალურ სიტუაციაში თავდაჯერებულობაზე მეტყველებს.
თანაბარი მძიმე ნაბიჯები – აქტიური და მიზანდასახული მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი.
არათანაბარი ნაბიჯები – მორიდებულობაზე, დაბნეულობასა და თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს.
გრძელი ნაბიჯები – თქვენს წინაშე მიზანმიმართული, ძალდაუტანებელი, უშუალო, ამავე დროს ლიდერობის მოყვარული მამაკაცია.
მოკლე ნაბიჯების პატრონი – ფრთხილი, თავშეკავებული ადამიანია.
დიდი ნაბიჯები და ნელი სიარული – ახასიათებს თავის წარმოჩენის, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მსურველ მამაკაცს.
მოშვებული სიარული – მეტყველებს ინტერესის არქონაზე, მოვალეობებისაგან თავის დაღწევის სურვილზე.
ფრატუნით, მძიმე სიარული – ასეთი მანერის მქონე მამაკაცებს ახასიათებს მოთენთილობა, მოშვებულობა, სიზარმაცე.
ნელა, თავდახრილნი – ისინი დადიან, ვისაც ღრმა მძიმე პრობლემები აქვთ გადასაჭრელი.
ავტორი