ასაკის მატებასთან ერთად გულის დაავადებების რისკი იზრდება – ახალი კვლევის მიხედვით, გამოკვეთილი ნაოჭები შეიძლება ამ დაავადებების პირველი ნიშანი იყოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ქოლესტერინის ან მაღალი წნევის შემჩნევა თვალით შეუძლებელია, კანზე არსებული ნაკეცების დანახვა კი ძალიან მარტივია.
კვლევებით ისიც ირკვევა, რომ თვალის, ან სახის სხვა ადგილზე არსებული ნაოჭები დაავადებებთან კავშირში არ არის.
კვლევაში მეცნიერები 3 200 ადამიანს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო გამოხატული იყო შუბლზე ნაოჭები, მით უფრო მაღალი იყო პაციენტებში გულის დაავადებების განვითარების რისკი. უფრო მეტიც, ძლიერად დანაოჭებული შუბლის მქონე ადამიანებს სხვებთან შედარებით სიკვდილიანობის რისკი თითქმის 10- ჯერ უფრო მეტიც ჰქონდათ.
კვლევის ავტორების თქმით, ეს ამ ტიპის პირველი ექსპერიმენტია, ამიტომ შედეგების დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზეც კი, დანაოჭებული შუბლი შეიძლება გულის დაავადებების ერთ-ერთი ნიშანი იყოს, რომლის შემჩნევაც ადვილად შეიძლება.