გუშინ, პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებით.
პოლიტიკოსის განმარტებით, არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა.
“რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და “აზრების” გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და … ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს? ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა… რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა … ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა… ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება … ამ ახალ აგორებულ “სკანდალზე” არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა… აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავიუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!” _ წერს სალომე ზურაბიშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.