კლინიკა „მედალფას“ დირექტორი, დავით მდინარაძე გომისმთიდან შეყვანილი ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
„12 მარტს 21 საათსა და 15 წუთზე შემოიყვანეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი 20-21 წლისანი. მათ აღენიშნებოდათ სხეულის ზოგადი გადაციება. მათ სათანადო დახმარება აღმოუჩინეს და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილები. ამ წუთებშიც რეანიმაციაში იმყოფებიან მუდმივი ყურადღების ქვეშ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თავს კარგად გრძნობენ“_ გვითხრა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გომისმთაზე 4 ახალგაზრდა სანადიროდ წავიდა. უამინდობის შედეგად კი 1 გაიყინა, 3-ის სამძებრო სამუშაოები კი 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა.