https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აკაკის ცხენი, დიუმას სიგელი და ახალი წელი

9:39; 4.01.2026
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის მთავარი თემა რასაკვირველია ახალი წელი იქნება და მკითხველთან ერთად ისტორიულ მოგზაურობაში გავეშურებით.

დასაწყისში დიდ მწერალს, აკაკი წერეთელს გავიხსენებთ.

ახალი წლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის – თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია ვიპოვითო.

– თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ, დაიკარგოს, – მიუგო აკაკიმ. – ეს ძველი წელიწადი მთლი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა ეტყობა, ჩემს ცხენზეა შემჯდარი და ისე მიდის. ნუ გამოუდგები. აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

აკაკი წერეთლის შემდეგ ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმას მიერ თბილისში გატარებულ დღეებს გაგაცნობთ.

1858 წლის დასასრულს დიუმა საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ახალ წელს ჩვენს ქვეყანაში შეხვდა.

თბილისში ჩამოსული მწერალი საფრაანგეთის კონსული ფინოს დახმარებით დაბინავდა მაშინდელ ერევნის მოედანზე, ივანე ზუბალაშვილის სახლში.

თბილისის საზოგადოებას მისთვის რამდენიმე სადილი გაუმართავს. „სამი მუშკეტერის“ ავტორს საკმაოდ ბევრი ღვინო დაულევია. ამის დამადასტურებლად წერილობითი მოწმობაც კი მიუციათ.

ივანე კერესელიძეს („ცისკრის“ მაშინდელ  რედაქტორს) მოწმობაში შმდეგი წარწერა გაუკეთბია: „ბატონმა ალექსანდრემ დიუმამ მოინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია, სადაც მისთვის გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა“.

დროის მანქანამ წინა საუკუნეში გადმოგვისროლა და ახალი წლის დღეებში ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩაგვიყვანა. ქართული მხატვრული ფილმი “დავით გურამიშვილის” რამდენიმე ეპიზოდი მაშინდელ ლენინგრადში გადაიღეს.

იანვრის დასაწყისი იქნებოდა და საშინლად ციოდა. შესვენებაზე მსახიობები მდინარე ნევის სანაპიროზე გავიდნენ. რუსმა მსახიობმა ტატიანა ოკუნევსკაიამ, რომელიც პეტრე პირველის ქალიშვილს, ელიზავეტას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული გიორგი შავგულიძეზე უცებ წამოიძახა – აი, ის იქნება ნამდვილი ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ გიორგი ნევაში აღმოჩნდა.

ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ სულ ამაოდ, ქართველმა მსახიობმა მდინარე უშიშრად დალაშქრა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა.

გიორგი შავგულიძის გმირობის გახსენების შემდეგ შორეულ ინგლისში გადავინაცვლოდ. ბატონი ჯემალ ღაღანიძე იხსენებდა.

“ყოველთვის ვცდილობდი შობა-ახალი წლის დღეები ოჯახში გამეტარებინა, მაგრამ ერთხელ, სწორედ იმ პერიოდში მოგვიხდა ინგლისში, ქალაქ ლესტერში ფესტივალზე წასვლა.

რუსთაველის თეატრიდან თორმეტკაციანი ჯგუფი წავედით, – ბატონ რამაზ ჩხიკვაძეს მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა ინგლისში, თან “მეფე ლირიდან” ნაწყვეტები გვქონდა ჩატანილი.

რამაზს ჯოხი დასჭირდა, იატაკის საწმენდის მსგავსი, რომელიც აქედან არ წავიღეთ, ვიფიქრეთ, იქ ექნებათ, თეატრშიო, მაგრამ მათ რეკვიზიტებში ასეთი ჯოხი არ აღმოჩნდა. მითხრეს, ქვევით, პირველ სართულზე ჩაბრძანდით, იქ ხუთ წუთში გაგიკეთებენ, რაც გჭირდებათო.

ჩავედი პირველ სართულზე, შევაღე ერთ-ერთი ოთახის კარი და დავინახე, რომ პატარა სააამქროში რამდენიმე ბავშვი ფუსფუსებდა. მოზარდები დიდ ნაძვის ხეს მოსართავად ამზადებდნენ. როცა ავუხსენი, რაც მინდოდა, მითხრეს, ახლა დაკავებულები ვართ, საათნახევარში ჩამობრძანდით და ჯოხს გამზადებულს დაგახვედრებთო.

დავბრუნდი ნომერში და გამახსენდა, რომ თან ჩურჩხელები მქონდა წაღებული. ავიღე ერთი ხუთი ჩურჩხელა და საათნახევრის შემდეგ ჩავედი ისევ პირველ სართულზე. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის ახსნას, თუ რა საჭმელი იყო ეს, რატომ ჰქონდა ძაფი. ჩურჩხელებს პატარა ნაჭრებად ვჭრიდი როდესაც ამ მზადების ორგანიზატორი მომიახლოვდა და თუ შეიძლება არ დაჭრათო, – მთხოვა. რატომ, რაშია-მეთქი, საქმე? – ვკითხე. ტრადიცია გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების სუვენირებს ნაძვის ხეზე ვკიდებთო, – ამიხსნა.

იქ აქვთ ასეთი ტექნოლოგია: ნებისმიერ ნივთს უფერო ლაქში აგდებენ, ეს ნივთი არც ფერს კარგავს, არც ფორმას და წლების განმავლობაში ახალივით ინახება. ასე რომ, ეს ჩემი კახური ჩურჩხელა მეორედ გაავლეს, თუმცა, ამჯერად უფერო ლაქში, დააწერეს ზედ “ჯორჯია, 1982 წელი” და საშობაო ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს – როცა ჩამოხვალთ, ეს სუვენირი ყოველთვის აქ დაგხვდებათო.

რუსებს ჩვენთვის ხეირი არასოდეს დაუყრიათ და გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ. მსახიობი იური ვასაძე ფილმის “ნეილონის ნაძვის ხე” გადაღების მიმდინარეობას ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა. თურმე მაშინ ისეთი ამბები დატრიალებულა, რომ მსახიობების ჯანმრთელობას დიდი საფრთხე დაემუქრა.

“მხატვრულ სურათს “ნეილონის ნაძვის ხე” ვიღებთ. სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით.

ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო “გრუზავიკი”, ბოლი – ნისლისთვის.

რუსი რა ხეირს დაგაყრიდა – გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი მოიწამლა ამ ბოლით და ორი თვე იწვა. რამდენიმე მსახიობი დღესაც ახველებს იმ მიზეზით”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი  მსახიობ ზაზა კოლელაშვილს მივადექით რომელსაც საშინელი სიმთვრალე ჰქონია და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ. მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:

”ჩემს ყმაწვილკაცობაში, სტუდენტობის წლებში მთვრალ ზაზა კოლელაშვილს ძალიან ეხერხებოდა “ბუნტოვშიკობა” და როგორც კი ვინმეს ხმის ტონი არ მოეწონებოდა, წასული იყო მისი საქმე. მაგრამ ერთი რაინდული ჩვევა ჰქონდა – მის გარდა თუ ვინმე დაიწყებდა გაჩმახებას, ზაზაზე კეთილი მრჩეველი და სიტუაციის დამრეგულირებელი არ მოიძებნებოდა.

ერთხელაც მეგობრებთან ახალ წელს ვხვდებოდით. ვიგრძენი, რომ ზაზას ნაღმი მზადდებოდა ასაფეთქებლად და დავიწყე ჩემს წინ მჯდომი ძმაკაცების გინება, ყველას ვემუქრებოდი და ვაშინებდი. ზაზამ დაივიწყა თავისი საქმე, გამიყვანა აივანზე დასამშვიდებლად და ისე მმოძღვრავდა, მეგონა ცნობილი პედაგოგი მაკარენკო გაცოცხლდა-მეთქი.

მითხრა, თუ გიყვარვარ, წვეთი აღარ დალიოო. არადა, ფხიზელი ვიყავი. მაინც კიდევ დიდხანს “ვიჩხუბე”, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზას ჩემი მეთვალყურეობა არ შეეწყვიტა. ბოლოს მითხრა, ხო ვართ ძმები, ახლა სახლში წავიდეთ შენთან და დაიძინეო.

დავუჯერე და მოვარჯულებინე თავი მთვრალს ფხიზელმა”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

09:33; 23 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი

09:58; 22 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14:08; 21 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20 სექტემბერი, 2026

საახალწლო „შემთხვევა“

თემური და კურდღელი

ყველა სიახლე

სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო