თოვლის ბაბუა – რობერტ მედოქსი, თვითნასწავლი მექანიკოსია, რომელიც გატაცებულია რეაქტიულ ძრავებით და მათ ინტეგრირებას, თითქმის, ყველაფერთან ცდილობს.
მედოქსის ყველაზე სწრაფი ქმნილება საათში 145 კილომეტრს გადის. ეს მარხილი ასეთივე სწრაფი არ არის, თუმცა არც ნაკლებად შთამბეჭდავია. მას აქვს სამი დიდი, პროპანზე მომუშავე იმპულსური ძრავა, რომლებიც მიმაგრებულია მილის ფოლადის ჩარჩოს უკანა მხარეს. ამავდროულად, ბორბლების ადგილას მან დაამატა თხილამურები, რათა შეექმნა ციგა, რომელიც გაყინულ დაბლობზე ისრიალებდა.
მედოქსი აღნიშნავს, რომ ძრავების მუშაობის შენარჩუნება, როდესაც გარეთ ყინავს, რთულია, რადგან პროპანის ავზები ძალიან ცივდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმპულსური ძრავის დაქოქვა შეიძლება, რთული იყოს, მედოქსის მოწყობილობებს ეს პრობლემები არ აქვს. ის იყენებს დიზელისა და პროპანის ნაზავს, რათა მოწყობილობები, თითქმის, მყისიერად დაიქოქოს.
ავტორი