ახალი თოვლის ბაბუა, რობერტ მედოქსი, პროფესიით მექანიკოსია, რომელიც ჩინებულად ერკვევა რეაქტიულ ძრავებში და მათ ინტეგრირებას, თითქმის, ყველაფერთან ცდილობს.
მედოქსის ყველაზე სწრაფ ქმნილებას ჰქვია “მხეცი”, რომელიც საათში 145 კილომეტრს გადის. მას აქვს სამი დიდი, პროპანზე მომუშავე იმპულსური ძრავა, რომლებიც მიმაგრებულია მილის ფოლადის ჩარჩოს უკანა მხარეს. ამავდროულად, ბორბლების ადგილას მან დაამატა თხილამურები, რათა შეექმნა ციგა, რომელიც გაყინულ დაბლობზე ისრიალებდა.
მედოქსი აღნიშნავს, რომ ძრავების მუშაობის შენარჩუნება, როდესაც გარეთ ყინავს, რთულია, რადგან პროპანის ავზები ძალიან ცივდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმპულსური ძრავის დაქოქვა შეიძლება, რთული იყოს, მედოქსის მოწყობილობებს ეს პრობლემები არ აქვს. ის იყენებს დიზელისა და პროპანის ნაზავს, რათა მოწყობილობები, თითქმის, მყისიერად დაიქოქოს.
და მაინც, რა არის იმპულსური ძრავები, რომლებსაც რობერტი თავის მოწყობილობებში იყენებს? იმპულსური ძრავა ეწოდება ძრავას, რომელიც იწვის იმპულსებში. იმპულსური რეაქტიული ძრავა შეიძლება, აეწყოს მცირედ მოძრავი ან უმოძრაო ნაწილებით და სტატიკურად იმუშაოს. მიუხედავად დაბალი სპეციფიკური იმპულსისა და, როგორც წესი, დაბალი შეკუმშვის კოეფიციენტისა, იმპულსური ძრავები მსუბუქი რეაქტიული მოწყობილობების ამოძრავების მეთოდია. სიმარტივე, წარმოების დაბალი ღირებულება და მაღალი ხმაურის დონე იმპულსური ძრავების გამორჩეული თვისებებია.

































































