https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რეგულაციის გარეშე ვის აქვს უფლება, როგორც მოეპრიანება, ისე აკეთოს ჯებირი?”

15:17; 8.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ავტომაგისტრალებზე, სახელმწიფოს მიერ, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები გაკეთდა.

რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, გადამეტებული სიჩქარის აღსაკვეთად გადადგმულ ნაბიჯს, ზოგი უარყოფითად შეხვდა, არა ერთგან _ აღებასაც ითხოვდნენ.

დღეისთვის, ოზურგეთის არა ერთ სოფელში მეტად უცნაური ფაქტის შემსწრე ვხდებით: მოსახლეობის წარმომადგენლები, სოფლის მოასფალტებულ გზებზე, ცენტრალურ სივრცეში თუ ცალკეულ უბნებში, საკუთარი გადაწყვეტილებით, აკეთებენ სიჩქარის შემზღუდავ ხელოვნურ ბარიერებს _ ასხამენ ცემენტის ზოლს. ზოგან წყვეტილების სახით, ზოგან კი მთლიან ზოლს ავლებენ. თან, მონაკვეთების დაშორება, შესაძლოა, ას მეტრზე ნაკლებიც იყოს.

“თუ ყოველ ას მეტრში “ბუგორი” უნდა გავჭიმოთ, რა საჭირო იყო ასფალტი? რეგულაციის გარეშე ვის აქვს უფლება, როგორც მოეპრიანება, ისე აკეთოს ჯებირი? თავის, თუ მეზობლის ეზოსთან, ასფალტზე საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთპიროვნულად რატომ უნდა გააკეთოს ვინმემ ბარიერი? ლამის “დომინოს პრინციპი” ამოქმედდა და ბევრგან აკეთებენ. სოფლებისთვის ეს მალე აქტიურად გადამდები გახდება. უმჯობესი იქნება, საპატრულო პოლიცია ხშირად შევიდეს სოფლების გზებზე და გააკონტროლოს, დააჯარიმოს მაღალი სიჩქარით მოსიარულე მძღოლები”, _ ამბობენ გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც ოზურგეთის სოფლებში ცხოვრობენ.

ჩვენ გადავიღეთ სოფლების: ოზურგეთის, დვაბზუს, გურიანთის შიდა მოასფალტებული გზები და ვნახეთ, თუ როგორ პრიმიტიულად და საფრთხის შემცველადაა გაკეთებული გზებზე ეს, როგორც მოსახლეობა ამბობს, “ბუგორები”. ასევე, არ არის საგზაო ნიშნები, რაც ღამით მოსიარულე უცხო მძღოლისთვის ორმაგი საფრთხის შემცველია. სულ ადვილი შესაძლებელია, ავტომანქანამ ავარია მოახდინოს ასე თვითნებურად ნაგებ ბარიკადებზე გადავლისას.

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვების უსაფრთხოება. აწყვეტილი დაჯირითობენ მძღოლები. რა გზას დავადგეთ იქ, სადაც მჭიდრო დასახლებაა? მანქანებიც ხშირად მოძრაობენ და ბავშვებს წასასვლელი არსად აქვთ _ თამაშობენ ეზოებში, ჭიშკრებთან ახლოს ან გადადიან ერთმანეთთან. სხვაგვარად ცხოვრება წარმოგიდგენიათ? ყველა სოფელში არის ახლა ეს პრობლემა.

ჯერ გზები არ იყო მოწესრიგებული. ახლა მოასფალტდა, ხალხმა ამოისუნთქა, თანამედროვე, სრულფასოვან გზაზე უწევს გადაადგილება. თუმცა, უცებ დავდექით მეორე პრობლემის წინაშე _ ბევრი თავხედი მძღოლი არავის და არაფერს არ ერიდება. ძალიან მაღალი სიჩქარით დაქრიან და შიშის ქვეშ გვაცხოვრებენ. რა ვქნათ?!” _ გვითხრეს ადგილობრივებმა დვაბზუსა და გურიანთაში.

ადგილობრივი მცხოვრებლები საყვედურს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ საქმეს ყურადღებას არ აქცევენ:

“ადრე უფრო დადიოდნენ სოფლებში, ახლა კი მოადუნეს ყურადღება. კარგი იქნება, ხშირად ჩაატარონ რეიდები თუ რაც ჰქვია, მძღოლებიც დააჯარიმონ ამ აწყვეტილი სიარულისთვის”, _ ამბობენ ისინი.

ოზურგეთის საკრებულოში სოფელ გურიანთიდან არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი, მაია ზოიძე ამბობს, რომ ასეთ ბარიერებს ადგილობრივი მცხოვრებლები, ძირითადად, ღამით აკეთებენ:

“ერთხელ დავუშალე ერთგან და მეორე ადგილზე გააკეთეს. ასევე გეტყვით, რომ ეს საკითხი ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე სერიოზულად განიხილეს. მახსოვს ისიც, რომ ზედამხედველობის სამსახურს დაევალა რეაგირება მოეხდინათ ამ ფაქტზე.

თავის მხრივ, ანგარიშგასაწევია მოსახლეობის წუხილი. ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრი. გარდა ამისა, სოფელია და ხალხს ჰყავს პირუტყვი, ფრინველი. ქათამიც რომ მოკლა ჩქარა ჩავლილმა მანქანამ, ისიც ზარალია ადამიანისთვის. ერთი სიტყვით, ეს საკითხი სერიოზულად მისახედია და ზედამხედველობის სამსახური იქნება თუ მთლიანად მერია, აუცილებლად უნდა მოაგვარონ. სოფლებში, გზის პირად მცხოვრებ ოჯახებს, მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთ”, _ თქვა ზოიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გურიანთაში, გიორგი ფასიეშვილი ადასტურებს, რომ სოფელში თვითნებურად ხდება ხელოვნური ბარიერების დაგება და მსგავსი პრეცედენტი არა ერთ სოფელშია:

“ერთხელ რომ გავაფრთხილე, მაინც დააგეს. მერე ტრაქტორი გამოვიყვანე და დავაშლევინე. ახლა არის ასეთი ფაქტები, რომ ღამით, ჩუმად აგებენ. ხშირად დავდივარ, ვესაუბრები მოსახლეობას. მოასფალტებულ გზას ყველა ნატრობდა. გაკეთდა და ახლა ვამახინჯებთ. დავყაროთ მაშინ ხრეში და ვიაროთ. ასე შეიძლება? აუცილებლად გავატარებთ ღონისძიებას. ავიღებთ ამ “ბუგორებს” და, ასევე, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, როგორმე მოვაგვარებთ ამ პრობლემას”, _ გვითხრა გიორგი ფასიეშვილმა.

პრობლემის ირგვლივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მიხეილ შილაკაძეს ვესაუბრეთ:

“ასეთი ქმედება სამართალდარღვევას წარმოადგენს. არაერთხელ აღვკვეთეთ. თუმცა, სოფელში არავინ აღიარა, ვინ გააკეთა ეს და იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ. წესით, ასეთი “ბუგორები” მხოლოდ სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან უნდა იყოს. ხოლო გზის სავალ ნაწილზე სხვაგან თუ გაკეთდება, ეს უნდა მოხდეს საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ამის შემდეგ კი დაიდგას საგზაო ნიშანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის კანონდარღვევა. ჩვენ სასწრაფოდ გავატარებთ ახლა ღონისძიებას და დავშლით ყველა ასეთ უკანონო ბარიერებს”, _ გვითხრა მიხეილ შილაკაძემ.

“გურია ნიუსი” კვლავ შემოივლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა გზებს და მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას, გატარდა თუ არა ღონისძიება ასეთ სახიფათო, უკანონო ქმედებებზე, საპატრულო პოლიციას კი მოვუწოდებთ, ხშირად იარონ სოფლებში და შესაბამისი ზომები გაატარონ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძღოლების მიმართ.

[sexy_author_bio]

გიორგი ფასიეშვილიმაია ზოიძემიხეილ შილაკაძე
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12 თებერვალი, 2026

„შენი სურვილების სეზონი“ _ ლიბერთის სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დაიწყო (R)

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

ყველა სიახლე

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო