სამხრეთ ამერიკის ანდების ბინადარი მღრღნელის ბეწვს ადგილობრივი ჩინჩას ტომის ინდიელები დიდად აფასებდნენ.
როცა ჩინჩები ინკებმა დაიპყრეს, ბეწვი სამეფო ოჯახისა და უმაღლესი ქურუმების პრივილეგია გახდა, შემდეგ კი ესპანურმა არისტოკრატიამ “აღიარა” და “ჩინჩა” “შინშილად” იქცა.
ახლა მათ ფერმებში ზრდიან, ბუნებაში კი სულ ათასამდე ცხოველი დარჩა.
შინშილას ძვირფასი ბეწვი არა მარტო ყველაზე ლამაზი, ნაზი და ფუმფულაა, არამედ ოფიციალური რეკორდსმენიცაა – 1 კვსმ-ზე 25.000-ზე მეტი ბეწვი იზრდება, ხოლო თითო ბეწვის ბოლქვიდან – 60-80 ბუსუსი! ბეწვი იმდენად მკვრივია, რომ პარაზიტებიც კი ვერ ეკარებიან!