თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა.
„სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ – აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
































































