https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში

9:32; 6.11.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე  იურისტი ნიკა სიმონიშვილი საუბრობს.

ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. სინამდვილეში, რისთვის დასჭირდათ ეს ცვლილება?

მოდით დავიწყოთ ჯერ იქიდან, საერთოდ რას გულისხმობს ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რაც უფრო კარგად დაგვანახებს მთლიან სურათს.

აქ ორი მიმართულება უნდა დავინახოთ, ძირითადად. ერთი ეხება პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული და მათ პარალელური დასაქმება პრინციპში აქამდეც ეკრძალებოდათ, ახლა კი, მთლიანად აკრძალული იქნება მათთვის.

აქამდე მათთვის არსებობდა გამონაკლისები, რაც გულისხმობდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროში დასაქმებას და ამისთვის არავის თანხმობა არ სჭირდებოდათ, მაგრამ ახლა დასჭირდებათ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა იმისთვის, რომ მაგალითად, უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხონ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას – ეს ეხება მთლიანად საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ეს შეიძლება იყოს მუნიციპალური ორგანოები, სახელმწიფო ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ები ან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შპს-ები.

ყველა ამ პირთან მიმართებით ერთი ძირითადი პრინციპი შემოდის, რომ ნებისმიერი პარალელური დასაქმებისთვის, მათ სჭირდებათ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა.

ხოლო თუ პირი ორ საჯარო დაწესებულებაში უნდა დასაქმდეს, ან უკვე საქმიანობს, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ თანხმობა აღარ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ორი წინაპირობაა საჭირო. ერთი ის, რომ დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა მისცეს თანხმობა და მეორე, ეს პროფესია გამონაკლისად უნდა იყოს შეტანილი მთავრობის დადგენილებაში.

ამ გამონაკლისებში არ შედის, მაგალითად, საბავშვო ბაღები და სკოლები, არც უნივერსიტეტები. გამოდის, აქ დასაქმებულ პირებს, ყველას დასჭირდება უფროსის თანხმობა, სხვაგანაც რომ იმუშაონ?

დიახ. მაგალითად, საჯარო სკოლის მასწავლებელი ორ საჯარო სკოლაში ვერ ასწავლის, ვერ დასაქმდება. კერძო სკოლაში თუ მოუნდება დასაქმება, თანხმობა სჭირდება დირექტორის და ასევე, თვითდასაქმების ფარგლებში თუ რამე შემოსავალს მიიღებს, ამისთვისაც თანხმობა არის საჭირო. მაგალითად, რეპეტიტორობა.

 ანუ რეპეტიტორობასაც ვეღარ შეძლებენ დირექტორის ნებართვის გარეშე?

ასეა. რეპეტიტორობაც არ შეიძლება დირექტორის თანხმობის გარეშე.

 კერძო საქმიანობას როგორ გაუკონტროლებს დირექტორი?

აქამდე მივდივარ ზუსტად, რომ ამას იდეაში ვერავინ ვერ გააკონტროლებს და ფაქტობრივად, გაუკონტროლებელი საქმიანობა იყო ყოველთვის და ასეც იქნება, მაგრამ არც სჭირდებათ ამის გაკონტროლება, რადგან ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს პედაგოგებში.

აქ სხვა რამეს უფრო ვხედავ. ერთ დღესაც თუ დასჭირდებათ, ადამიანის დაშანტაჟება, მაგალითად, წინასაარჩევნოდ, იქ შეიძლება გაუხსენონ, რომ თანხმობა არ ჰქონდა მიღებული რეპეტიტორობისთვის და ამის გამო შეიძლება სამსახურიც კი დაკარგოს.

ეს ზეწოლის ახალი ბერკეტია მმართველი პარტიის ხელში.

ურჩ მასწავლებლებს გაუხსენებენ, მაგრამ მორჩილებს – არა, ასე გამოდის?

კი ბატონო. ძალიან მარტივი იქნება ამ ბერკეტით ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლა.

ზოგადად რომ შევაფასოთ, პროფესიული საჯარო მოხელეების შემთხვევაში ამ ცვლილების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია დაასახელეს. ანუ „ოცნება“ ცდილობს ყოველთვის ისეთი მიზეზი გამონახოს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ნორმალურია.

ანუ ლექტორობა დასაშვებია, მაგრამ საჯარო სამსახურის ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს – ასე ამბობენ. მაგრამ მეორე მხარეს შევხედოთ – ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს საჯარო სექტორის მუშაობას. საჯარო სამსახურისთვის კარგიც უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი სამეცნიერო თვალსაზრისით უფრო მეტად ვითარდება, აკადემიურ საქმიანობას ეწევა და აქამდე არასდროს დასახელებულა ეს, როგორც პრობლემა.

ახლა, როცა უფროსის თანხმობაზე დამოკიდებულს ხდიან საჯარო მოხელეებს, ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სწორედ პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად არის გათვალისწინებული.

ვისაც უნდათ, მისცემენ თანხმობას და ვისაც უნდათ – არ მისცემენ თანხმობას. თუ ვინმე საჯარო დაწესებულებაში თავის საქმეს არ აკეთებს და იმ დროში დადის სხვა სამსახურში, ამის გამო შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თანამშრომელი და ამას საერთოდ არ სჭირდებოდა ახალი კანონის მიღება. ამიტომ, მათი ეს არგუმენტიც უვარგისია.

თუ საჯარო სამსახურში ხელფასები საკმარისი არ არის, მოდი აქედან დავიწყოთ ჯერ. მუნიციპალიტეტებში 300-400-ლარიან სამსახურებზე რომ მუშაობენ ადამიანები, ამ ხელფასად როგორ წარმოუდგენიათ რომ იარსებოს ადამიანმა დღევანდელ რეალობაში? ეს ხომ შეუძლებელია. ამ ადამიანებს ორ და სამ სამსახურში მუშაობა კი არ ეხალისებათ, უბრალოდ იძულებულები არიან იმუშაონ.

თუ ხარჯების ოპტიმიზაციას აპირებენ, მაშინ ხელფასებს როგორ ზრდიან, თანაც ისე, რომ არავინ შეამცირონ? არ ფიქრობთ, რომ ეს დაპირებაც ტყუილი გამოდის?

ასე გამოდის. თუ ასეთ რაღაცას აკეთებ და იმაზე არ ფიქრობ, რომ ხელფასები გასაზრდელი გაქვს, ეს მეორე პრობლემაა კიდევ. მაგრამ ჯერ უნდა იზრუნო ხელფასების სათანადოობაზე და ამის შემდეგ უნდა თქვა, რომ ორ და სამ სამსახურში მუშაობის შესაძლებლობას არ მოგცემო.

აქ კიდევ ერთი მომენტია ძალიან საინტერესო – თუ ხარჯთეფექტიანობაზე საუბრობენ, ჩვენ მთავრობის დადგენილებას თუ ჩავხედავთ, იმდენი გამონაკლისი წერია იქ, რომ რეალურად არც გამოდის ხარჯთეფექტურობა.

ამიტომ ხარჯთეფექტიანობაც აქ არაფერ შუაში არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ის არის, რომ ეს ცვლილებები იმ დროშია მიღებული, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური ცვლილები შეიტანა ზოგადად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, ე.წ. რეორგანიზაციის ჩატარების მოტივით.

ეს ბოლო ცვლილებაც, ამ ყველაფერთან ერთად, ერთ პაკეტში შეგვიძლია განვიხილოთ.

ფაქტობრივად, სარჩელის შეტანასაც აზრი დაუკარგეს, რადგან რომც უჩივლო დამსაქმებელს, ვერ მოიგებო – გეუბნებიან.

გარდა დასაქმებულის უფლებების შეზღუდვისა, აქ სხვა პრობლემაც იჩენს თავს და ეს იქნება კადრების საკითხი, არა? საგანმანათლებლო სფეროში ან თუნდაც იმ სკოლებში სადაც კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ, ხომ დასჭირდებათ პროფესიონალები. რას იზამენ ამ შემთხვევაში?

თუ ამ თანხმობას არ გასცემენ და გაურთულებენ ამ ადამიანებს სხვაგან დასაქმებას, მაშინ უბრალოდ სამსახურში აღარ გაჩერდება არავინ და მოძებნის კერძო დამსაქმებელს, რომელიც უკეთეს ანაზღაურებას გადაუხდის. ეს ნიშნავს, რომ გადინება იქნება კადრების და როგორ გინდა, რომ გადინებული კადრები შეავსო? ანუ ასე ჰაერიდან ხომ ვერ მოიყვან ახალ კადრებს.

შეიძლება მეც დავიბრალო ექიმი ვარ-მეთქი, მაგრამ ხომ ვერ შევასრულებ ამ საქმეს?! ანუ პროფესიონალიზმის მოძებნა, თან იმ ანაზღაურებაზე, რომელზეც წინა კადრი აღარ გაგიჩერდა იმის გამო, რომ არ მიეცი ორმაგი მუშაობის შესაძლებლობა, რთული იქნება.

ან მოუწევთ დაბალკვალიფიციური კადრების დანიშვნა?

ნაკლებკვალიფიციურს თუ მოიყვანენ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან სერვისს იღებენ, მიიღებენ დაბალხარისხიან სერვისს, ხომ?! რამაც შეიძლება ეს ადამიანები დააზიანოს კიდევაც. კადრები ჰაერიდან ხომ არ მოდის, კრიზისი შეექმნებათ.

ვფიქრობ, ეს ცვლილებები არ იყო გააზრებული ნორმალურობის კონტექსტში და მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ თანხმობაზე დამოკიდებული გაეხადათ საჯარო სექტორში დასაქმება, რომ ვისთვისაც უნდოდათ თანხმობა მიეცათ და ვისთვისაც არ უნდოდათ – არ მიეცათ თანხმობა. ამის გვერდით ეფექტებზე, რა თქმა უნდა, არ უფიქრიათ. იმიტომ, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ნორმალურობის ფარგლებში შეეფასებინათ ეს ყველაფერი, მათი მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად მორჩილი გაეხადათ საჯარო სამსახური.

ამ პერსპექტივით შეხედეს, დაინახეს და გააკეთეს კიდევაც, მაგრამ ამას რა შედეგები მოჰყვება, სულ არ აინტერესებთ „ქართულ ოცნებაში”.

თუმცა ამ საკითხსაც პროპაგანდისტულად აწვდიან საზოგადოებას, ისევე როგორც უნივერსიტეტების შემთხვევაში თქვეს, რომ 10 000 ლარი ექნება პროფესორს, მაგრამ ამის იქეთ რა ზიანდება, არავინ საუბრობს.

ეს იმ კატეგორიის დაპირებებიდანაა, 100 მოგუგუნე ქარხანა რომ უნდა აეშენებინათ, ჩემი აზრით. მაგრამ ეს ცვლილება არის კონტროლის მექანიზმი.

თუ შენ გინდა, რომ ადამიანს გადაუხადო 1 500 იქნება თუ 2 000 ლარი საჯარო სამსახურში, 300 ლარის ნაცვლად, მაშინ ჯერ ეს უნდა გააკეთო და ამის შემდეგ წამოუყენო პირობა, რომ ორ და სამ ადგილას აღარ იმუშაოს.

არც იმაზე საუბრობენ, ხელფასებს თუ გაზრდიან, ვთქვათ, ეს გამოიწვევს თუ არა დასაქმებულების შემცირებას.

ეს ეკონომიკის ნაწილია და ამაზე კვალიფიციურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ ხელფასს გაზრდიან ისე, რომ ამას არ მოჰყვება შემცირებები, ეს კიდევ უფრო მეტად გააუფასურებს ლარს, რადგან ხელფასების მატება ასე არ ხდება, რომ დაბეჭდო და მისცე ფული. ეს იწვევს ინფლაციას. ეს ეკონომიკის ზრდის შესაბამისად ხდება.

ამიტომ, რეალურად თუ შევხედავთ, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ავტორიტარულ რეჟიმშია და არა თავად კანონში, რადგან თუ „ქართული ოცნება“ ან მისი მსგავსი რეჟიმები იქნება ქვეყანაში, ამ კანონს ყველა საჯარო სექტორის კონტროლისთვის გამოიყენებს. ასეთი ცვლილებები კარგად არის ჩაშენებული ავტორიტარიზმში.

ფიქრობთ, რომ ეს ცვლილება კიდევ უფრო გააჩუმებს საჯარო სექტორს და მორჩილს გახდის რეჟიმის მიმართ?

კი, რა თქმა უნდა. „კარგად მოვიქცევი და მომცემს უფროსი თანხმობას, არ მოვიქცევი კარგად და არ მომცემენ თანხმობას“ – ასე დაიწყებენ ფიქრს.

წყარო: ბათუმელები

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4 თებერვალი, 2026

დღეს „სუპერმთვარეა“ - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელზეც ეს ღამე განსაკუთრებულად იმოქმედებს

საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია მსხვერპლით დასრულდა

15:12; 5.02.2026
სამართალი

პროკურატურა: „რატის ბარში” მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15:02; 5.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:50; 5.02.2026
საზოგადოება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

14:28; 5.02.2026
საზოგადოება

დედამიწა კოსმოსური შტორმის მოლოდინშია: მზეზე 2026 წლის ყველაზე მძლავრი აფეთქება მოხდა – რას უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში

13:23; 5.02.2026
პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5.02.2026
მთავარი

„სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

13:09; 5.02.2026
სამართალი

რა ხდებოდა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე – პროკურორი დახურული სხდომის დეტალებზე

12:46; 5.02.2026
სამართალი

“40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა, ქორწინებას გეგმავდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი

12:41; 5.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5.02.2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5.02.2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5.02.2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5.02.2026
სამართალი

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

11:10; 5.02.2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო