“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს რეფორმებას, მათ შორის საქართველოს მთავარი პროკურატურის, მის გარდაქმნას გენერალურ პროკურატურად”, _ ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ პროკურატურის რეფორმების საკითხზე მიმდინარე საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.
“ასევე ცვლილებები კონსტიტუციის მიხედვით უნდა შეეხოს საპროკურორო საბჭოს. ცვლილებები უნდა იყოს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ უნდა იყოს შინაარსობრივი ხასიათის. მას შორის შეეხოს პროკურატურის უფლებამოსილების საკითხებსაც. ისევე როგორც საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესსაც და მასში პოლიტიკური მონაწილეობის ნულამდე დაყვანას რადგან პროკურატურის დეპოლიტიზაცია არის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის. დღეს ჩვენს მიერ წარმოდგენლი იქნება ჩვენი მართლმსაჯულების კოალიციის ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეორე მხრივ პარლამენტის და მთავარი პროკურატურის დამოკიდებულებას და ეს იქნება პირველი მცდელობა მოხდეს პოზიციების საჯაროდ შეჯერება. იმედს ვიტოვებთ, რეფორმა რომელიც შეეხება პროკურატურას რეალურ შედეგებს მოუტანს პროკურატურის სისტემას და დაუბრუნებს ნდობას საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი მშვენირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.