„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას DW ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, კევინ კრამერმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
„რუსმა ჰაკერებმა ამერიკულ გაზსადენს წარმატებით დაესხნენ, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გერმანიის მცდარ სტრატეგიას ეთანხმება, რომელიც პუტინს ევროპაში ჩვენი მოკავშირეების კონტროლის საშუალებას მისცემს. პუტინის გაზსადენი უნდა შეჩერდეს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნულ უსაფრთხოებას ნიშნავს.
ბაიდენმა გადაწყვიტა, ვლადიმერ პუტინისთვის გაზსადენით მიენიჭებინა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვება“, – განაცხადა სენატორმა კევინ კრამერმა.
როგორც გამოცემა წერს, რესპუბლიკელმა და მოუწოდა კოლეგებს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. ”ენერგეტიკული უსაფრთხოება ნიშნავს ეროვნულ უსაფრთხოებას” – აღნიშნა კევინ კრამერმა.
DW ინფორმაციით, კრამერის გარდა, კიდევ 13-მა კანონმდებელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სანქციების აღდგენის მოთხოვნით. ისინი ასევე ითხოვდნენ კრემლის მიმართ უფრო მკაცრ შემზღუდავ ზომებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.